ტრენინგის მეხუთე დღე განსაკუთრებით მრავალფეროვანი, საინტერესო
და
დატვირთული
იყო.
გავიხსენეთ ნასწავლი მასალა. შემდეგ შევარჩიეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ჩავსვით ჩვენს გეგმაში. ვისწავლეთ როგორ უნდა შევავსოთ საავტორო უფლებები, გამოყენებული ლიტერატურა. განვიხილეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე, ჯგუფის წევრებს გავუკეთეთ კომენტარები.ყველაზე საინტერესო იყო ბლოგის ინსტრუმენტების განხილვა. ბუკლეტი ავტვირთეთ Drive-ში და შემდეგ მივაბით ბლოგზე. ვიმუშავეთ სათაურის და მისამართის შეცვლა-რედაქტირებაზე. შევისწავლეთ დიზაინის მრავალფეროვნება, ბლოგის წაშლა-აღდგენა და გაჯეტები.
No comments:
Post a Comment