Sunday, December 22, 2013

მე-9 დღე

  • მასალის გამეორება
  • პროექტების პრეზენტაცია
  • ნასწავლი მასალის შეჯამება
  • ტრენინგ-კურსის შეჯამება    
არაჩვეულებრივი ტრენიგი იყო!!!!


Saturday, December 21, 2013

ტრენინგის მე-8 დღე

დღე  დავიწყეთ  საშინაო   დავალების    მიმოხილვით.  შემდეგ  შევისწავლეთ  ფასილიტაციის  მასალები და  მისი შექმნა.დავუბრუნდით   ჩვენს  პროექტის გეგმებს  და  ბოლომდე  ყველაფერი  მოვაწესრიგეთ.
ამის  შემდეგ  სრულყოფილი  პროექტის გეგმები  ავტვირთეთ  ბლოგზე.
ასევე  ვისწავლეთ  ჰიპერლინკების  მიბმა.   და  საათის  დაყენება

Thursday, December 19, 2013

ტრენინგის მე-7 დღე

გავიმეორეთ წინა მასალა. დავხვეწეთ და ვსრულყავით პროექტის გეგ, შევიტანეთ ყველა მოსწავლის საჭიროებები, ვიმუშავეთ ბლოგზე შევქმენით  ალბომი და დავწერეთ დღევანდელი დღის რეფლექსია. დღემ როგორც ყოველთვის სასიამოვნოდ ჩაიარა.

Sunday, December 8, 2013

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე განსაკუთრებით მრავალფეროვანი, საინტერესო და დატვირთული იყო.
გავიხსენეთ ნასწავლი მასალა. შემდეგ შევარჩიეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ჩავსვით ჩვენს გეგმაში. ვისწავლეთ როგორ უნდა შევავსოთ საავტორო უფლებები, გამოყენებული ლიტერატურა. განვიხილეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე, ჯგუფის წევრებს გავუკეთეთ კომენტარები.
 
ყველაზე საინტერესო იყო ბლოგის ინსტრუმენტების განხილვა. ბუკლეტი ავტვირთეთ Drive-ში და შემდეგ მივაბით ბლოგზე. ვიმუშავეთ სათაურის და მისამართის შეცვლა-რედაქტირებაზე. შევისწავლეთ დიზაინის მრავალფეროვნება, ბლოგის წაშლა-აღდგენა და გაჯეტები.

Sunday, December 1, 2013

ტრენინგის მესამე დღე


გავიმეორეთ ნასწავლი მასალა,უამრავი რამ გავიხსენეთ,დავათვალიერეთ ჩვენი ბუკლეტები  და შევასწორეთ რისი შესწორებაც მოვინდომეთ.

დავსახეთ პროექტის მიზნები და ვიმსჯელეთ მათ ეფექტურობაზე.
 გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.
 დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშობა.
 ვისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა.
ძალიან ბევრი ვიშრომეთ მაგრამ შედეგი ღირს ამად...
 მადლობა ქეთინოს ,რომელიც ყველა ჩვენგანს გვეხმარება.