Sunday, December 22, 2013

მე-9 დღე

  • მასალის გამეორება
  • პროექტების პრეზენტაცია
  • ნასწავლი მასალის შეჯამება
  • ტრენინგ-კურსის შეჯამება    
არაჩვეულებრივი ტრენიგი იყო!!!!


Saturday, December 21, 2013

ტრენინგის მე-8 დღე

დღე  დავიწყეთ  საშინაო   დავალების    მიმოხილვით.  შემდეგ  შევისწავლეთ  ფასილიტაციის  მასალები და  მისი შექმნა.დავუბრუნდით   ჩვენს  პროექტის გეგმებს  და  ბოლომდე  ყველაფერი  მოვაწესრიგეთ.
ამის  შემდეგ  სრულყოფილი  პროექტის გეგმები  ავტვირთეთ  ბლოგზე.
ასევე  ვისწავლეთ  ჰიპერლინკების  მიბმა.   და  საათის  დაყენება

Thursday, December 19, 2013

ტრენინგის მე-7 დღე

გავიმეორეთ წინა მასალა. დავხვეწეთ და ვსრულყავით პროექტის გეგ, შევიტანეთ ყველა მოსწავლის საჭიროებები, ვიმუშავეთ ბლოგზე შევქმენით  ალბომი და დავწერეთ დღევანდელი დღის რეფლექსია. დღემ როგორც ყოველთვის სასიამოვნოდ ჩაიარა.

Sunday, December 8, 2013

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე განსაკუთრებით მრავალფეროვანი, საინტერესო და დატვირთული იყო.
გავიხსენეთ ნასწავლი მასალა. შემდეგ შევარჩიეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ჩავსვით ჩვენს გეგმაში. ვისწავლეთ როგორ უნდა შევავსოთ საავტორო უფლებები, გამოყენებული ლიტერატურა. განვიხილეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე, ჯგუფის წევრებს გავუკეთეთ კომენტარები.
 
ყველაზე საინტერესო იყო ბლოგის ინსტრუმენტების განხილვა. ბუკლეტი ავტვირთეთ Drive-ში და შემდეგ მივაბით ბლოგზე. ვიმუშავეთ სათაურის და მისამართის შეცვლა-რედაქტირებაზე. შევისწავლეთ დიზაინის მრავალფეროვნება, ბლოგის წაშლა-აღდგენა და გაჯეტები.

Sunday, December 1, 2013

ტრენინგის მესამე დღე


გავიმეორეთ ნასწავლი მასალა,უამრავი რამ გავიხსენეთ,დავათვალიერეთ ჩვენი ბუკლეტები  და შევასწორეთ რისი შესწორებაც მოვინდომეთ.

დავსახეთ პროექტის მიზნები და ვიმსჯელეთ მათ ეფექტურობაზე.
 გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.
 დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშობა.
 ვისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა.
ძალიან ბევრი ვიშრომეთ მაგრამ შედეგი ღირს ამად...
 მადლობა ქეთინოს ,რომელიც ყველა ჩვენგანს გვეხმარება.

Saturday, November 30, 2013

ტრენინგის მეორე დღე

·        გავიხსენეთ წინა დღეს განვლილი მასალა.
·        მიმოვიხილეთ საშინაო დავალებები: ყველა მონაწილემ  ისაუბრა საკუთარი პროექტის იდეებზე; ვისაუბრეთ თითოეული პროექტის პრობლემურ საკითხებზე და დაიგეგმა მომავალი პროექტები.
·        გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს,რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რგოლია პროექტის მიმდინარეობისას.
·        ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში. გავეცანი ძალიან ბევრ, ჩემთვის საინტერესო word-ის ფუნქციებს. ვიმუშავეთ ბუკლეტის დიზაინზე და გაფორმებაზე, ვისწავლე მასში სურათების ჩასმა და მისი დიზაინის მართვა.
·        ყოველივე ამის შემდეგ ვიმუშვეთ სარეკლამო ბუკლეტების დამზადებაზე; მის დიზაინზე და გაფორმებაზე.

·        მივიღე საშინაო დავალება: უნდა დავამზადო ბუკლეტი საკუთარი პროექტის შესახებ.

Sunday, November 24, 2013

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი ძალიან საინტერესოდ დაიწყო.
ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის მიზნები, სამუშაო განრიგი.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტების ნიმუშებს, შევქმენით პროექტის პორტფილოიოს საქაღალდეები და გავეცანით თითოეული საქაღალდის დანიშნულებას პორტფოლიოს ჩეკ-ლისტის მიხედვით.
შევქმენით ახალი ბლოგი და გავარჩიეთ ბლოგის რამდენიმე ბრძანება.ტრენინგზე პარალელურად ხდებოდა აზრთა გაზიარება და ტრენერი ცდილობდა საინტერესო და სახალისო ყოფილიყო ტრენინგი. საინტერესო იყო შეფასების რუბრიკის ნიმუშები , საზღვარგარეთელი პედაგოგების პროექტები.ბლოგის შექმნან ერთგვარი სტიმული გახდა შემდგომი მუშაობისა.